17-05-2022, 09:55
ნანახია: 1153,
კომენტარები: 9
ტრანსფერი "მანჩესტერში" თუმცა
ფრენკი დე იონგს "წითელი" მხარე არ სურს.
"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი "მანჩესტერულ" გრანდს აუცილებლად შეუერთდება, თუმცა რომელ მხარეს აირჩევს იხილეთ სტატიაში.
SPORT-ის ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი მიდრეკილია შეუერთდეს უფრო მყარ პროექტს, ვიდრე კლუბს, რომელიც მზად არის გადაუხადოს მას დიდი ხელფასი.
საუბარია "მანჩესტერ სიტი"-ზე რომელიც მოთამაშის დამატებას "წითელი ეშმაკების" მსგავსად ცდილობს.
"ბარსელონამ" აქამდე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება ჰოლანდიელი ნახევარმცველის მომავალზე.
ფეხბურთელის შეძენის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი რა თქმა უნდა ასევე "მანჩესტერ იუნაიტედია".
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კლუბს ერიკ ტენ ჰაგი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე დე იონგთან ერთად "აიაქსში" მუშაობდა.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ლა ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შემატა პირად აქტივს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.