"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა "წითელი ეშმაკების" ვარსკვლავ პორტუგალიელ თავდამსხმელზე კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და მის მომავალზე ერთგვარი გადამწყვეტი კომენტარიც გააკეთა.
ინგლისური გრანდის მენეჯერმა თქვა, რომ რონალდუ ჯერ კიდევ ამბიციურია, ამიტომ მას სურს 37 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი "მანჩესტერში" მომავალ სეზონშიც დარჩეს.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კრიშტიანოს შთამბეჭდავი სტატისტიკის გამომუშავება ჯერ კიდევ შეუძლია, ამიტომ "წითელ ეშმაკებს" ის ძალიან გამოადგება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 18 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
როგორც ხედავთ ციფრები მართლაც, რომმ შთაბმეჭდავად გამოიყურება 37 წლის თავდამსხმელისათვის, რომელიც კრიტიკოსების დადუმებას ამდრომდე წარმატებით ახერხებს.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.