"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი კლუბის ერთ-ერთი მარჯვენა მცველით მოხიბლულია და მის გუნდში დატოვებას გეგმავს.
საუბარია დიოგო დალოზე რომელიც რალფ რანგნიკის ფორმაციებში ხშირად ვხედავდით ძირითად შემადგენლობაში.
O Jogo-ს, პორტუგალიური გამოცემის თანახმად, დალოს მრავალფეროვნება და ფუნქციონირება შთაბეჭდილებას ახდენს ერიკ ტენ ჰაგზე. თუ ფეხბურთელი ძირითად ბაზაზე არ ითამაშებს, დიდი ალბათობით გუნდში სათადარიგოდ მაინც დარჩება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დიოგო დალოი იჯარით თამაშობდა "მილანში". იტალიურ კლუბს პორტუგალიელის მოპოვება ზამთარში კიდევ ერთხელ სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი განაცხადა შესაძლო ტრანსფერზე.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.