ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ნგოლო კანტე "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნე გახდა.
"წითელი ეშმაკების" ახალი მენეჯერი ერიკ ტენ ჰაგი გამოცდილ ფრანგ ნახევარმცველს ხედავს, როგორც სწორ მოთამაშეს, რომლითაც დაიწყება გუნდში ნახევარდაცვის სიტუაციის აღდგენა დადებითი კუთხით.
ამის შესახებ გამოცემა Mirror იტყობინება. წყაროს ცნობით, ტენ ჰაგი "იუნაიტედის" ნახევარდაცვას გუნდის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სფეროდ ხედავს, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედი" ასევე დაინტერესებულია "ბარსელონას" ნახევარმცველით ფრენკი დე იონგით.
ნ'გოლო კანტეს "ჩელსი"-სთან კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, რამაც შესაძლოა გაზარდოს მისი ტრანსფერის შანსები.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა "ლონდონურ" გუნდში 40 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.