თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2022, 20:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1321,
კომენტარები: 6
პორტუგალიელი არსად არ მიდის
კრიშტიანუ რჩება.
პორტუგალიელი არსად არ მიდის
The Sun-ის ჟურნალისტებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის დადებითი სიახლე გაავრცელეს. როგორც ჩანს, გუნდის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი სეზონი დარჩება.

ამას მოწმობს "წითელი ეშმაკების" მომავალი სეზონის ახალი აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპლექტზე რონალდუს სახელია გამოსახული.

კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედს" 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა, ტურინის "იუვენტუსი"-დან. მისი კონტრაქტი "იუნაიტედთან" 2022/2023 წლების სეზონის ბოლომდე მოქმედებს.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ პრემიერ ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
15 მაი 2022 20:42
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მოდი და ამის მერე ლეგენდა არ დაუძახო. ერთ ადამიანთან მქონდა ამ თემაზე დისკუსია რომ კრიშტიანუ კლუბის ლეგენდა არ არისო, ფეხბურთელმა რომელმაც წარმოუდგენელი სეზონები ჩაატარა დასაბამიდანვე, კლუბს მოუყვანა გულშემატკივრები, მე პირადად რონალდუს მერე ვარ იუნაიტედის ფანი, ფეხბურთელი რომელმაც 37 წლის ასაკში გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა და ესეთი ლამაზი სეზონი ჩაატარა პირადად და ფეხბურთელი რომელიც ამ კლუბში დარჩენას გადაწყვეტს კიდევ ერთი სეზონით ლეგენდა არ არის?
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2022 21:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Svanchester
მოდი და ამის მერე ლეგენდა არ დაუძახო. ერთ ადამიანთან მქონდა ამ თემაზე დისკუსია რომ კრიშტიანუ კლუბის ლეგენდა არ არისო, ფეხბურთელმა რომელმაც წარმოუდგენელი სეზონები ჩაატარა დასაბამიდანვე, კლუბს მოუყვანა გულშემატკივრები, მე პირადად რონალდუს მერე ვარ იუნაიტედის ფანი, ფეხბურთელი რომელმაც 37 წლის ასაკში გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა და ესეთი ლამაზი სეზონი ჩაატარა პირადად და ფეხბურთელი რომელიც ამ კლუბში დარჩენას გადაწყვეტს კიდევ ერთი სეზონით ლეგენდა არ არის?


ლეგენდა როგორ არ არის, სულაც რო არ დაბრუნებულიყო, ან ამ სეზონის მერე წასულიყო, ლეგენდა მაინცაა :) იმ პერიოდის მანჩესტერის უდავო ლიდერი, ბომბარდირი, უამრავი ტიტულის მომგები და ბოლო-ბოლო ოქროს ბურთის მფლობელი, კლუბის ლეგენდაა აბა რა არი :)
0
№3
ავტორი: Svanchester
15 მაი 2022 21:09
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: Svanchester
მოდი და ამის მერე ლეგენდა არ დაუძახო. ერთ ადამიანთან მქონდა ამ თემაზე დისკუსია რომ კრიშტიანუ კლუბის ლეგენდა არ არისო, ფეხბურთელმა რომელმაც წარმოუდგენელი სეზონები ჩაატარა დასაბამიდანვე, კლუბს მოუყვანა გულშემატკივრები, მე პირადად რონალდუს მერე ვარ იუნაიტედის ფანი, ფეხბურთელი რომელმაც 37 წლის ასაკში გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა და ესეთი ლამაზი სეზონი ჩაატარა პირადად და ფეხბურთელი რომელიც ამ კლუბში დარჩენას გადაწყვეტს კიდევ ერთი სეზონით ლეგენდა არ არის?


ლეგენდა როგორ არ არის, სულაც რო არ დაბრუნებულიყო, ან ამ სეზონის მერე წასულიყო, ლეგენდა მაინცაა :) იმ პერიოდის მანჩესტერის უდავო ლიდერი, ბომბარდირი, უამრავი ტიტულის მომგები და ბოლო-ბოლო ოქროს ბურთის მფლობელი, კლუბის ლეგენდაა აბა რა არი :)

ჰოო რავი ზოგიერთს რო კითხო ლეგენდა არ არისო კლუბის, კარგი რა მართლა ესეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა კარგით რა.
0
№4
ავტორი: PaLoMo
15 მაი 2022 21:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მუღბე
ციტატა: Svanchester
მოდი და ამის მერე ლეგენდა არ დაუძახო. ერთ ადამიანთან მქონდა ამ თემაზე დისკუსია რომ კრიშტიანუ კლუბის ლეგენდა არ არისო, ფეხბურთელმა რომელმაც წარმოუდგენელი სეზონები ჩაატარა დასაბამიდანვე, კლუბს მოუყვანა გულშემატკივრები, მე პირადად რონალდუს მერე ვარ იუნაიტედის ფანი, ფეხბურთელი რომელმაც 37 წლის ასაკში გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა და ესეთი ლამაზი სეზონი ჩაატარა პირადად და ფეხბურთელი რომელიც ამ კლუბში დარჩენას გადაწყვეტს კიდევ ერთი სეზონით ლეგენდა არ არის?

ყველას თავისი მოსაზრება აქვს მუხბე.
მე პირადად ლეგენდად მიმაჩნია ტოტი რომასთვის,კასილასი და რაული რეალისთვის ნიუკასლში რომ იყო ჩვენ რო გვინდოდა ყიდვა და არგადმოვიდა აი ეგ და მსგავსი ტიპის მოთამაშეები,მე ესენი მგონია ლეგენდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ikeoni
15 მაი 2022 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ნამდვილად არ ვიცი ვის რა ეგონა მაგრამ ამ ასაკში მოსვლა ამხელა სითბოს მიღება გულშემატკივრების მხრიდან და მერე გაქცევა ლიგაზე ვერ გასვლის გამო ძალიან ცუდ საქციელად ჩაითვლებოდა მაინც ყველა ამბიციის მიუხედავად რაც ამ კაცს აქვს .. მე პირადად დარწმუნებული ვიყავი რო დარჩებოდა ❤️
0
№6
ავტორი: LASHQARA
16 მაი 2022 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს და რუნი ფრინავდნენ ბაბუს მანჩესტერში, love მსგავსი კალიბრის, მებრძოლი ხასიათის და კლასის ფეხბურთელები დღეს ისე ცოტაა რომ ერთ გუნდსაც ვერ შეკრავ... am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top