"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ არ გამორიცხა, რომ ნახევარმცველი ნემანია მატიჩი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი ეწურება, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით "რომაული" კლუბის რიგებს შეუერთდეს.
"არ მიყვარს იმ ფეხბურთელებზე საუბარი რომლებიც ჩემს გუნდს არ ეკუთვნის, განსაკუთრებით სეზონის ამ ეტაპზე.
არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია კლუბისთვის და პირადად ჩემთვის. ყველამ იცის, რომ ნემანიას დიდი ნდობა მაქვს. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ასევე ვიბრძოდით ერთად "მანჩესტერ იუნაიტედისთვის“, - განაცხადა მოურინიომ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ზამთარში მოურინიო პირადად დაჟინებით მოითხოვდა ნემანია მატიჩის ლისაბონის "ბენფიკა"-დან "ჩელსი"-ში გადასვლას. შემდეგ პორტუგალიელმა ფეხბურთელი "სტემფორდ ბრიჯი"-დან "მანჩესტერ იუნაიტედში" მიიწვია.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.