"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაცვის ხაზის რეორგანიზება გადაწყვიტა და გაძლიერებისათვის შესაძლო კანდიდატურების შერჩევა დაიწყო. "მანკუნიანელთა" სკაუტებმა ყურადღება იტალიის ჩემპიონატზე გაამახვილეს.
Calciomercato-ს ცნობით, "მილანის" ცენტრალური მცველი ალესიო რომანიოლი "წითელი ეშმაკების" ყურადღების ცენტრში მოექცა.
27 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და "იუნაიტედში" უფასოდ წასვლა შეეძლება რა თქმა უნდა თუ მოვლენები არ შეიცვალა.
სპორტული პრესა მიიჩნევს, რომ რომანიოლი, ჰარი მაგუაიერის შემცვლელი კანდიდატია, მაგუაიერის რომელმაც ინგლისურ გრანდში ნამდვილად ვერ გაამართლა.
რომანიოლი "რომას" კურსდამთავრებულია. ის "მილანში" 2015 წლიდან თამაშობს. მცველის ანგარიშზე იტალიის ნაკრებში 12 თამაშიც ირიცხება.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.