პრემიერ ლიგის აპრილის თვის საუკეთესოდ "წითელი ეშმაკების" დამრტყმელი ძალა კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. ფეხბურთელს მართლაც რომ შესანიშნავი თვე გამოუვიდა რასაც მის გუნდზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
აღნიშნული ტიტულის მოპოვების შემდეგ კრიშტიანუმ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ერთგვარი სამოტივაციო მესიჯი გააჟღერა.
"ჩემი მეორე პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიმდინარე სეზონში, ხოლო მეექვსე ჩემს კარიერაში.
დღეს ისევე მიხარია გამარჯვება, როგორც ადრე, გამარჯვებისა და მიღწევების წყურვილი არასოდეს ქრება. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა", - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აპრილში 37 წლის პორტუგალიელმა "წითელი ეშმაკების" რიგებში ოთხი მატჩი ჩაატარა, რომელშიც 5 გოლი გაიტანა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხელიდან გაუშვა შანსი, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასულიყო. 37 მატჩის შემდეგ გუნდმა 58 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსეა.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" 30 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში, გაიტანა 18 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.