"მანჩესტერ იუნაიტედის" 37 წლის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პრემიერ ლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ეს მისთვის მეორე ასეთი ჯილდოა ამ სეზონში, მანამდე კრიშტიანუ საუკეთესოდ სექტემბერში დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი ამ წოდებით "წითელი ეშმაკების" რეკორდსმენი გახდა. რონალდუმ უეინ რუნის გაუსწრო, რომელსაც პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის ხუთი ტიტული აქვს "იუნაიტედის" რიგებში.
პრემიერ ლიგაში ამ მაჩვენებლით რეკორდსმენები სერხიო აგუერო და ჰარი კეინი არიან. ისინი შვიდჯერ გახდნენ პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეები.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.