ამჟამად უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის სატრანსფერო სიაში ყოფილი შეგირდის სახელი და გვარი ფიქსირდება.
საქმე ეხება ცენტრალურ მცველს მატიას დე ლიხტს რომელიც იტალიური "იუვენტუსის" ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტმა თავისი პროფესიონალური კარიერა ტენ ჰაგის "აიაქსში" დაიწყო, მას შემდეგ 2019 წელს ფეხბურთელი ტურინულ გრანდს შეუერთდა.
მოსალოდნელია, რომ მცველი "ბებერი ქალბატონის" რიგებს" ზაფხულის პრე-სეზონზე დატოვებს, რადგან წელს კლუბს არცერთი ტიტული არ მოუგია რაც შესაძლო რეორგანიზაციაზე მეტყველებს მათ რიგებში.
ტენ ჰაგი ყოფილი შეგირდის საკუთარი გუნდის რიგებში ისევ ხილვას მოისურვებს და იგლისური გრანდის ხელმძღვანელობას დე ლიხტის ტრანსფერისკენ მოუწოდებს. იტყობინება Express.
მიმდინარე სეზონში მატიასმა სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.