თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2022, 18:28
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1413,
კომენტარები: 4
ბრძოლა ორი ფეხბურთელისთვის
სატრანსფერო ციებცხელების დასაწყისი.
ბრძოლა ორი ფეხბურთელისთვის
"მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ვესტ ჰემი" ამ ზაფხულს ორი ნახევარმცველის, "საუთჰემპტონის" ჯეიმს უორდ-პრაუსისა და "ლიდსის" მოთამაშის კელვინ ფილიპსის ტრანსფერზე იმუშავებენ. ამის შესახებ დღეს ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება.

კელვინ ფილიპსი დიდი ხანია ტოპ-კლუბების რადარზე იმყოფება. ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების ძირითადი ნახევარმცველი იყო.

რაც შეეხება უორდ-პრაუსს, ნახევარმცველი ამ სეზონში თავისი თამაშით ნამდვილად ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას. ასევე ინგლისელი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდების რვა ნომინანტიდან ერთ-ერთად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კელვინ ფილიპსმა "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერზე უარი განაცხადა, თუმცა ინფორმაცია არცერთ ოფიციალურ მხარეს არ დაუდასტურებია.
ჭორები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 მაი 2022 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ვნახოთ ვნახოთ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება
0
№2
ავტორი: temo-scholes
13 მაი 2022 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ორივეს მივესალმებოდი, მაგრამ უკეთესი ვარიანტებიც შეიძლება
0
№3
ავტორი: PaLoMo
14 მაი 2022 09:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
სავიჩი მოიყვანონ ყველაზე კარგი ეგ იქნება მაღალია და კარგი ჩამშლელიც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2022 20:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არც ერთიც მოსვლა არ მგონია :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top