იტალიური "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმჰენი პრემიერ ლიგის ორი კლუბის ინტერესითა სფეროშია მოქცეული.
საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ნიუკასლზე", მოგეხსენებათ "კაჭკაჭებს" ბიუჯეტში აღარ უჭირთ, მათ 2021 წლის შემოდგომაზე საუდის არაბეთიდან მდიდარი მფლობელები შეიძინეს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლი" ფეხბურთელისთვის მინიმუმ 100 მილიონ ევროს მოითხოვს. ამ ფაქტმა შესაძლოა შეაშინოს პოტენციური მყიდველები, რომლებიც ჯერ არ აპირებენ მსგავსი თანხის გადახდას ნიგერიელის ტრანსფერში.
შეგახსენებთ, რომ ოსიმჰენი 2020 წლის ზაფხულში "ნაპოლის" 80 მილიონი ევრო დაუჯდა. 23 წლის ნიგერიელი "ნეაპოლიტანურ" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.