"ვილიარეალის" მცველმა პაუ ტორესმა შესაძლოა საკლუბო რეგისტრაცია ამ ზაფხულს შეიცვალოს, რადგან მისი კონტრაქტი ააქტიურებს თანხას რომლითაც მისი შეძენა იქნება შესაძლებელი.
ფასი კი დაახლოებით 55-60 მილიონი ევრო იქნება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელის ტრანსფერის ერთ-ერთ პრეტენდენტად "მანჩესტერ იუნაიტედი" ითვლება.
წყარო დასძენს, რომ ტორესი არის "წითელი ეშმაკების" ახალი მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ოთხი ვარიანტიდან ერთ-ერთი, რათა გააძლიეროს ცენტრალური მცველის პოზიცია.
ინგლისურ გრანდს ჯერ არ გაუკეთებია კონკრეტული წინადადებები, რადგან ხელმძღვანელობის მოსალოდნელი ცვლილება კლუბში ჯერ არ მომხდარა.
ტორესთან დაკავშირებით სიტუაციას ლონდონის "ჩელსიც" აკვირდება, რომელმაც ამ ზაფხულს შესაძლოა ორი ცენტრალური მცველი გაასხვისოს.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.