პორტუგალიური "ბენფიკას" თავდამსხმელმა დარვინ ნუნესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო, იტყობინება The Sun Record-ზე დაყრდნობით.
წყარო წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი სიტუაციის მძევალი გახდა. თავდამსხმელები მარკუს რაშფორდი და ენტონი მარსიალი არასანდო პერსონები გახსნენ, ხოლო ედინსონ კავანი აპირებს გუნდი დატოვოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ხოლო მეისონ გრინვუდის მომავალი ამ დრომდე უცნობია.
შემტევი ხაზიდან სპეციალის მხოლოდ რონალდუ დარჩება მოგეხსენებათ მისი მომავალიც ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს, მოისურვებს თუ არა პორტუგალიელი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გარეშე ასპარეზობას ამ დრომდე უცნობია.
ამიტომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა 22 წლის დარვინ ნუნიეშისთვის ბრძოლაში ჩართვას აპირებს. ურუგვაელმა მიმდინარე სეზონში "ბენფიკაში" 41 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Transfermarkt-ის ცნობით, ის სატრანსფერო ბაზარზე 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.