"მანჩესტერ იუნაიტედი" ბრენდან როჯერსი "ლესტერის" ნახევარმცველს ჯეიმს მედისონს აკვირდება. მოგეხსენებათ ეს უკანასკნელი "წითელი ეშმაკების" სამიზნე გასულ წელსაც იყო.
ზაფხულის პრე-სეზონის განმავლობაში, "მელიებს" სავარაუდოდ მოუწევთ გაყიდონ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რათა დააბალანსონ ფინანსური მდგომარეობა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ნახევარდაცვის ხაზის განახლებას გეგმავს და მედისონი კი ერთ-ერთი კანდიდატია ამისათვის, იტყობინება Fichajes. ფეხბურთელით "არსენალი" და "ტოტენჰემიც" არიან დაინტერესებული.
ამ სეზონში ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.