მ"ანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ უარი განაცხადა "მანჩესტერ სიტი" - ში ტრანსფერზე რითაც "წითელი ეშმაკების" გულემატკივრების განრისხება აირიდა თავიდან, იტყობინება The Athletic.
წყაროს ცნობით, 29 წლის ნახევარმცველმა სხვა კლუბი უკვე აირჩია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოგბას მომსახურებით "იუვენტუსი", "პსჟ" და მადრიდის "რეალი" ინტერესდებიან. ფრანგს "მანკუნიელებთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.
პოგბამ მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ნახევარმცველი "წითელი ეშმაკების" ფერებს 2016 წლის აგვისტოდან იცავს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგის გადაბირების მთავარი ფავორიტი ფეხბურთელის მშობლიური ქვეყნის კლუბი "პარი სენ ჟერმენი" გახლავთ.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.