"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა თავდამსხმელ მეისონ გრინვუდის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე საკუთარი აზრი გააზიარა.
შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი ყოფილმა შეყვარებულმა ძალადობაში დაადანაშაულა. იანვარში ის პოლიციამ დააკავა, მაგრამ უკვე თებერვლის დასაწყისში გრინვუდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
"ეს არის პირადი ადამიანური კატასტროფა. ცხადია, ეს ცუდია ყველასთვის - მათ შორის ჩვენი კლუბისთვისაც", - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს Mirror.
გრინვუდმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლოს ის მოედანზე მიმდინარე წლის 22 იანვარს პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში "ვესტ ჰემთან" იმყოფებოდა.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.