რაფაელის შესანიშნავი გოლი გახდა თებერვლის თვის საუკეთესო გოლის გამოკითხვის გამარჯვებული, გამოკითხვა ტარდებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე.
სერ ალექს ფერგიუსონმა გამოიწვია რაფელი, რომელსაც ამ სეზონში უკვე სამი გოლი აქვს გატანილი: "მე მას ვუთხარი, რომ თუ ის მოახერხებდა სეზონის ბოლომდე 6 გოლის გატანას, 50 ევროს მივცემდი ახალი ვარცხნილობისთვის" განუცხადა ფერგიუსონმა United Review–ს.
ეს იყო შესანიშნავი გოლი ბრაზილიელი მცველისა, რომელმაც "ლივერპულთანაც" მოახერხა მაყურებლების გაოცება თავისი შესანიშნავი გოლით.
რაფაელმა შესანიშნავი დარტყმით აიღო ჟულიო სეზარის კარი და სამართლიანად მოაგროვა ხმების 93 პროცენტი, შემდეგ პოზიციაზე გავიდა უიენ რუნის გოლი "ფულემის" წინააღმდეგ, მესამე ადგილი კი დაიკავა ნანის გოლმა "რედინგის" წინააღმდეგ სათასო შეხვედრაში.