"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ კლუბში დარჩეს.
The Telegraph იტყობინება, რომ 37 წლის თავდამსხმელს მომავალის შესახებ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი აქვს. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება იყოს "წითელი ეშმაკების" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა.
კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
მოთამაშის ღირებულება პორტალ transfermarkt-ის მიხედვით 35 მილიონი ევროა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მადრიდში დაბრუნებას გეგმავდა თუმცა გამოჩნდა სიახლეები იმის შესახებაც, რომ თითქოს მის მიმართ ინტერესს მიუნხენის "ბაიერნიც" გამოხატავს.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.