"მანკუნიანელების" ყოფილმა კაპიტანმა ლეგენდარულმა ირლანდიელმა როი კინმა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს სხვა კლუბში შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე საკუთარი აზრი გააზიარა.
"თუ გუნდი 37 წლის თავდამსხმელზე იქნება დამოკიდებული, ამ მოთამაშეს უნდა მოეჭიდო. ზუსტად ამას გავაკეთებდი. ის ბევრს იტანს და თავისი საშემსრულებლო კლასით აჩვენებს, რომ მზადაა დარჩეს
მაგრამ კლუბს რონალდუს გარშემო სხვა თავდამსხმელების მოყვანა სჭირდება, რათა კონკურენტული გარემო შეიქმნას",- იუწყება ირლანდიელის სიტყვებს Sky Sports.
კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს ორწლიანი კონტრაქტით დაბრუნდა. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში იწურება.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.