"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი ჯაროდ ბოუენი შეუერთდეს მის გუნდს მომავალ გუნდს.
ბოუენმა "ჩაქუჩების" რიგები "ჰალ სიტის" დატოვების შემდეგ შეავსო. ტრანსფერი 2020 წელს განხორციელდა და მას შემდეგ მოთამაშე გახდა ერთ-ერთი მთავარი შემტევი ძალა მოიესის გუნდის რიგებში.
ფეხბურთელი გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარა ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში, ასევე სატურნირო ცხრილის ზედა საფეურებზე დამკვიდრებაში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯმენტი მოთამაშეს შესაძლო ტრანსფერს, ხედავს როგორც შემტევი ხაზის იაფ დანამატს. ტენ ჰაგი ფიქრობს, რომ ბოუენი იდეალურად შეეფერება "მანჩესტერული" გუნდის მომავალ ფორმაციას.
ამ სეზონში ბოუენმა პრემიერ ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.