ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა "ვესტ ჰემის" კაპიტანს, დეკლან რაისს ურჩია, არ განიხილოს "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადასვლა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის ის ადგილი, სადაც ახლა წახვალ. ისინი დიდ გარდამავალ გზას გადიან
რამდენიმე წელიწადს დაველოდები და ვნახავ რას გააკეთებს ტენ ჰაგი. შეძლებს თუ არა მან განახორციელოს ის, რაც გააკეთა "აიაქსში" და "იუნაიტედი" გახდეს გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს გაუმკლავდეს", - განუცხადა ფერდინანდმა The Sun-ს.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაისით ბევრი ტოპ კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი".
ინგლისელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.