2-05-2022, 09:43
ნანახია: 1529,
კომენტარები: 3
ტენ ჰააგს "ფეინოორდის" ფეხბურთელის გადაბირება სურს
სპეციალისტის ახალი სამიზნე.
"ფეიენორდის" ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველი ტაირელ მალასია შესაძლოა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.
Sunday Mirror-ის ცნობით, 22 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების შესანიშნავი შანსი გამოუჩნდა.
"წითელი ეშმაკების" ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი დაჟინებით მოითხოვს მცველის შეძენას.
აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტული transfermarkt პორტალი ფეხბურთელის ღირებულებას 11,5 მილიონ ევროდ აფასებს.
ტაირელ მალასიამ ამ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მალასია ამპლუით მარცხენა მცველია, როგორც ჩანს ტენ ჰააგი ლუკ შოსა და ალექს ტელეშისათვის საროტაციო ფეხბურთელის დამატებასაც გეგმავს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.