"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის შეძენით და მის შესაძენად სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
იტალიელი ჟურნალისტი მარკო ბარზაგი იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელები მზად არიან შესთავაზონ "ინტერს" საკუთარი ნახევარმცველი ენტონი მარსიალი მარტინესის ტრანსფერის სანაცვლოდ.
24 წლის არგენტინელი "ინტერის" ფერებს 2018 წლიდან იცავს.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა გუნდში ყველა ტურნირზე ერთადაღებული 45 მატჩი ჩაატარა, მეტოქის კარი კი 21-ჯერ აიღო, მან ასევე დამატებით სამი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
არგენტინელს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.