თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2022, 22:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1607,
კომენტარები: 8
50 მილიონი ევრო რეშფორდის სანაცვლოდ
ინგლისელის მსურველთა რიცხვში მატებაა.
50 მილიონი ევრო რეშფორდის სანაცვლოდ
ლონდონის "არსენალი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის მარკუს რაშფორდის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაიღოს.

Football Insider-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას სატრანსფერო მიზნების სიაში ლიდერობს.

დაზუსტებულია, რომ ფეხბურთელის შესაძენად კლუბმა ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 მილიონი ევრო გამოყო.

ოფიციალურად გაცხადებულია, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი "წითელ ეშმაკებს" მომავალი სეზონიდან უხელმძღვანელებს და სავარაუდოა, რომ თავდამსხმელი ახალი მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედის.

რაშფორდს ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" არცერთი მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან არ დაუწყია. პრემიერ ლიგაში მან 25 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: onlyred
1 მაი 2022 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
იმედია ტენ ჰააგი აკადემიელებზე მარტო იმიტო არ დაამყარებს იმედს, რომ აკადემიელი.
მაგ ლოგიკამ გუნდის მშენებლობა დაიწყო ქვიშაზე და ამიტომაც რეცხავს ყველა ტალღა მანჩესტერს.
გუნდი ააწყონ ძლიერებზე.
0
№2
ავტორი: ikeoni
1 მაი 2022 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ვნახოთ ვნახოთ ცხელი ზაფხული გველოდება
0
№3
ავტორი: PaLoMo
1 მაი 2022 23:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ნუ ამ მხრის ოპერაციის მერე არაა ფორმაში და იმედია ერიკი მოხოდავს 50ცოტაა ამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: C-7-R
2 მაი 2022 07:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
თუ სიმართლეა ეგ ამბავი უნდა გაატანონ
0
№5
ავტორი: Roberto
2 მაი 2022 07:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 480
ე ბიჯო წაიღეთ ჩემი დედა ვატირე და ზედ დასაჩუქრდებით კიდეც 2,3 ფეხბურთელით
0
№6
ავტორი: dybbuk
2 მაი 2022 08:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
Football Insider-ის მარტო იმიტომ არ დაიჯერება როცა წერს არცერთი თამაში არ დაუწყია ამ სეზონში ძირითადიდანო, თორე რეში რომ გასაყიდია მე პირადად მაგ იდეას მივესალმები, მითუმეტეს 50 მილიონად. ასეთი რეგრესი მე არ მახსენდება, ამდენი წელია ფეხბურთს ვუყურებ, ტიპი მარსიალზე კოშმარია, დადის მოედანზე, ბურთს ვერ იჩერებს, პასს ვერ აკეთებს, კაცს ვერ ატყუებს და გოლის გატანაზე ხო ზედმეტია საუბარი
0
№7
ავტორი: bendzela
2 მაი 2022 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
დიდი ჭორი მგონია . მაგრამ მარკუსამ აჩვენა ყველას რო მენტალურად სუსტი არის და ამის დაძლევა გაუჭირდება
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2022 17:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ოჰ ზღაპარი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top