ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს, იუწყება ესპანური გამოცემა Corriero dello Sport.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენლებმა "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ტრანსფერი დაჟინებით პირადად მოითხოვა.
28 წლის არგენტინელმა მანამდე განაცხადა, რომ "იუვენტუსთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და გუნდს 2022 წლის ზაფხულში დატოვებს.
მიმდინარე სეზონში მან "ბებერი ქალბატონის" რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, 14-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა და ასევე 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის 33 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა და დიდი ალბათობით მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.