სატრანსფერო სიები შედგენის პროცესშია. მაშასადამე ერთ ერთი კანდიდატურა შერჩეულია. "მანჩესტერ იუნაიტედს" ესპანური "ბარსელონადან" ფრენკი დე იონგის შეძენა სურს.
კატალონიური კლუბი მოხარული იქნება, თუ 24 წლის ნახევარმცველის 70 მილიონ ევროდ გაყიდვას შეძლებს, განუცხადა El Chiringuito TV-ს ჟურნალისტმა ხოსე ალვარესმა.
დე იონგის და ინგლისური გრანდის ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის გზები კიდევ ერთხელ შესაძლოა გადაიკვეთოს. შეგახსენებთ, რომ ორივეს ერთად "აიაქსის" შემადგენლობაში აქვთ ნამუშევარი.
კატალონიურმა კლუბმა ჰოლანდიელის "აიაქსიდან" ტრანსფერი 2019 წლის იანვარში განახორციელა, თუმცა ტრანსფერი ზაფხულში შედგა. "ბარსამ" ნახევარმცველში 75 მილიონი ევრო გადაიხადა, კიდევ 11 მილიონი პრემიების სახით იყო გათვალისწინებული.
ცენტრალურმა ნახევარმცველმა "ბარსელონას" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.