სერ ალექს ფერგიუსონი არ გამოცხადდა ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ. მან თავისი მოვალეობა დროებით ასისტენტ მაიკლ ფელანს გადააბარა. დღეს კი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "იუნაიტედის" მენეჯერს "რეალთან" მატჩზე კომენტარის გაკეთება მაინც მოუწია. "ძალიან რთული იყო შეგეკავებინა ემოციები, როდესაც ხედავ, რომ უმაღლესი დონის თამაშში მოთამაშეს უსაფუძვლოდ გიგდებენ, როგორიც იყო ნანის გაგდება. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო და გადავწვიტე პრესას არ დავლაპარაკებოდი."- განაცხადა სერ ალექსმა ჩაქირს აქამდე 7 ინგლისური კუბის წარმომადგენლისათვის ქონდა აწეული წითელი ბარათი, ახლა კი ეს 7კაცი 8-ად გადაიქცა. "ძალიან ვინერვიულე შეხვედრის შემდეგ, მაგრამ ამანაც გამიარა, ვინაიდან ამას ვეღარაფერი ვეღარ უშველის."-სერ ალექსი მიუხედავად წითელი ბარათისა, ფერგიუსონმა ნანი შეაქო და მას თანადგომა გამოუცხადა. "ნანი მატჩის შემდგომ იმედგაცრუებული იყო. ის თავს ახლა, ალბათ დამნაშავედ გრძნობს. აუცილებელია, რომ ჩვენ მას ამ გრძნობის მოხსნაში დავეხმაროთ. არ ვფიქრობ, რომ მან რაიმე არასწორად გააკეთა." - დაასრულა ფერგიუსონმა.