ინგლისური "ბრენტფორდის" დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი შესაძლოა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.
Sky Sport-ის ცნობით, ჰოლანდიელი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, რომელიც ზაფხულში "მანჩესტერს" უხელმძღვანელებს, 30 წლის დანიელი ფეხბურთელის ტრანსფერს დაჟინებით მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ერიქსენის ამჟამინდელი შეთანხმება "ბრენტფორდთან" ამ სეზონის ბოლომდეა გათვლილი, თუმცა "ფუტკრები" ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას გეგმავენ.
მიმდინარე სეზონში კრისტიან ერიქსენმა ინგლისის ჩემპიონატში შვიდი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.