როგორც უკვე ცნობილია, "ოლდ ტრაფორდელებს" მომავალი სეზონიდან ევროპაში ერთ ერთი ყველაზე სასურველი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის.
შეთანხმება შემდგარია და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია. ცნობილია ხელშეკრულების ვადები, ხოლო გავრცელდა ასევე სახელფასო განაკვეთი რასაც ერიკი "მანჩესტერ იუნაიტედში" გამომუშავებს.
მაშ ასე, ნიდერლანდელი სპეციალისტი "წითელი ეშმაკების" მენტორის თანამდებობაზე წლიურად 9 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოუყრის თავს.
შეგახსენებთ, რომ მენეჯერი ამ სეზონის დასრულების შემდეგ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს და მას შეუერთდება ასევე მისი თანაშემწეც "აიაქსი" - დან, მიტჩელ ვან დერ გაგი.