todofichajes.com-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ნემანია მატიჩი კარიერას იტალიურ კლუბში, ჟოზე მოურინიოს "რომაში" გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, სერბმა" რომაულ" კლუბთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატიჩის ტრანსფერით პირადად დაინტერესებულია კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელმაც ფეხბურთელთან შესაძლო ტრანსფერის შესახებ უკვე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ჩამშლელ ნახევარმცველს "მანკუნიელებთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ფეხბურთელი მის გაწყვეტას აპირებს. პორტალი Transfermarkt 33 წლის ფეხბურთელს 6 მილიონ ევროდ აფასებს.
მატიჩმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.