მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჰოლანდიელი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰეგის "აიაქსიდან" მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე ისაუბრა.
კლოპმა თქვა, რომ შესაძლოა ეს "მანჩესტერისთვის" ახალი ეტაპის დასაწყისი იყოს. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ნათლად იციან რა სურთ მომავალში.
შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება "მანკუნიელებთან" 2025 წლამდე კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. ჰოლანდიელი მწვრთნელი მუშაობას სეზონის დასრულების შემდეგ შეუდგება.
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ამჟამად რალფ რანგნიკი იკავებს, რომელიც ერიკ ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ კლუბის მენეჯმენტში გადაინაცვლებს და იქ გააგრძელებს მოღვაწეობას.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.