სპორტული პრესა აჭრელებულია ცნობებით, რომ მომავალი სეზონიდან ინგლისურ გრანდს "მანჩესტერ იუნაიტედს" სათავეში ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი ჩაუდგება.
"წითელი ეშმაკების" პრეს სამსახურმა ოფიციალურად განაცხადა ამის შესახებ და სხვადასხვა განცხადებებიც გაკეთდა. ამ სტატიაში კი თავად ერიკ ტენ ჰაგის ინტერვიუს შემოგთავაზებთ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნნის შემდეგ.
"ჩემთვის დიდი პატივია "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერის თანამდებობაზე დანიშვნა და აღფრთოვანებული ვარ ჩემს წინაშე დასმული ახალი ამოცანის გამო, რომელიც წინ მელის.
მე ვიცი ამ დიდი კლუბის ისტორია და მისი გულშემატკივრების ვნება და გადაწყვეტილი მაქვს შევქმნა ახალი გუნდი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს იმ წარმატებას, რასაც ეს კლუბი იმსახურებს.
რთული იქნება "აიაქსის" დატოვება ამდენი წარმოუდგენელი წლის შემდეგ, მაგრამ მე შემიძლია დავარწმუნო ჩვენი გულშემატკივრები ჩემს სრულ ერთგულებაში. კონცენტრირებული ვარ ამ სეზონის წარმატებით დასრულებაზე მანამ, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედში" წავალ",- აცხადებს დასასრულს ერიკი.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.