კლუბის ოფიციალურმა პრეს - სამსახურმა ამჟამად უკვე სრულიად ოფიციალურად აუწყა გულშემატკივარს, კლუბის ახალი მომავალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია გაცნობოთ, რომ გუნდს მომავალი სეზონის დასაწყისიდან ჰოლანიელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰააგი უხელმძღვანელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება წარმატებით განხორციელდა, ხელშეკრულების ვადები მიმდინარე სეზონის დასრულებიდან 2025 წლის სათამაშო სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი, ასევე კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი რომელიც ითვალისწინებს ვადების ერთი წლით ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობას.
კლუბის საფეხბურთო დირექტორმა ჯონ მირტომ ტენ ჰაგის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გააზიარა: "აიაქსში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერიკმა თავი დაიმკვიდრა, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და წარმატებული მენეჯერი, რომელიც ცნობილია თავისი გუნდის შემტევი თამაშის სტილით და ახალგაზრდებთან წარმატებული მუშაობით.
ერიკთან გამართულ საუბარში, რომელიც დანიშვნამდე მოხდა, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა გრძელვადიანმა ხედვამ, დააბრუნოს "მანჩესტერ იუნაიტედი" იქ, სადაც ჩვენ გვინდა ვიყოთ და მისი სწრაფვა და გადაწყვეტილების მიღება ვფიქრობ მიგვიყვანს იქამდე.
ჩვენ ვუსურვებთ ერიკს წარმატებებს, რადგან ის ორიენტირებულია "აიაქსში" სეზონის წარმატებით დასრულებაზე და მოუთმენლად ველით მას ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედში". - აცხადებს დასასრულს მირტო
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.