თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2022, 17:26
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1310,
კომენტარები: 6
ტენ ჰააგის ცხელი ზაფხული
ჰოლანდიელ სპეციალისტს არგენტინელი ფეხბურთელის მოყვანა სურს.
ტენ ჰააგის ცხელი ზაფხული
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი, გუნდის გაძლიერებას იწყებს და სურს, რომ მის გუნდს ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაულო დიბალა შეუერთდეს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელს კონტრაქტი "ბებერ ქალბატონთან" ამ სეზონის ბოლოს, ანუ მომავალ ზაფხულს ეწურება, ხოლო რაც შეეხება ახალ კონტრაქტს, მხარეებს შორის აღნიშნულზე დისკუსიები არ მიმდინარეობს.

Il Corriere dello Sport-ის ცნობით, ჰოლანდიელ სპეციალისტს ძალიან სურს დიბალას გუნდში ხილვა, მაგრამ ტრანსფერი ადვილად განსახორციელებელი არ იქნება.

ჯერ ერთი, ტენ ჰაგს გაუჭირდება ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობის დარწმუნება არგენტინელის შესაძენად, რომელიც ბოლო სეზონებში ხშირად იტანჯებოდა ტრავმებით.

ხოლო რაც შეეხება მეორე მიზეზს, თავად დიბალას არ იზიდავს ინგლისის ჩემპიონატში თამაში, ამიტომ თავდამსხმელს ესპანეთის ან იტალიის კლუბში გადაბარგება ურჩევნია.
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2022 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ამის მოსვლა ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.. მაგრამ ფაქტია რო ბევრი მოთამაშე მოვა
0
№2
ავტორი: Mishiko82
22 აპრილი 2022 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
არა მგონია დიბალამ რამით გააძლიეტოს მანიუ ეს ალბათ უსარგებლო ტრანსფერი იქნება, ორი სეზონია იუვეში არაფერი გამოსდის და ჩვენ რა ხეირს დაგვაყრის, ჩვენ გამტანი ფორვარდი გვჭირდება კეინის და ჰოლანდის მზგავსი.
0
№3
ავტორი: defender2
22 აპრილი 2022 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
მოკლედ.... ძირითადი ამ გუნდიდან, (ყველაზე წარუმატებელი სატრანსფერო პოლიტიკის შემთხვევაში) დე ხეა, ვარანი, მაგუაიერი(ბაილი),შოუ,ბისაკა(დალო),პოგბა,ბეეკი,ჰანიბალი,სანჩო,ბრუნო,რაშფორდი.... სათად: ფრედი,მაკტომინეი,ელანგა,რონალდო(ასაკშია და ბევრს ვეღარ ითამაშებს),ტელეში, +ტრანსფერები, +ახალგაზრდები....

მოკლედ.... ძირითადი ამ გუნდიდან, (ყველაზე წარუმატებელი სატრანსფერო პოლიტიკის შემთხვევაში) დე ხეა, ვარანი, მაგუაიერი(ბაილი),შოუ,ბისაკა(დალო),პოგბა,ბეეკი,ჰანიბალი,სანჩო,ბრუნო,რაშფორდი.... სათად: ფრედი,მაკტომინეი,ელანგა,რონალდო(ასაკშია და ბევრს ვეღარ ითამაშებს),ტელეში, +ტრანსფერები, +ახალგაზრდები....
0
№4
ავტორი: shotkin
22 აპრილი 2022 21:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დიბალასნაირი გაპიარებული ფეხბურთელებით რო ვავსებდით გუნდს იმიტო გვქონდა კაი ამბები, იმედია სხვა გეზს დაისახავენ მიზნად და მართლა უსახელო ტალანტებს დაიმატებენ და არა გაზულუქებულ მაღალხელფასიან პიარშიკა მოთამაშეებს, ეგიქნება წინ ნაბიჯი.
0
№5
ავტორი: Chesterman
22 აპრილი 2022 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
პოჩეტინო ამოსგამო არმინდოდა იმიტო რო ზუსტად ვიცოდი ამას მიუთრევდნენ გლეიზეერბს აკანკალებთ ახლა ისე უნდა იყიდონ ალბათ მაგათ და ვუდვკრდს ევასებათ ისეთების ყიდვა მარტო სახელი როა )) მარა ჰააგს მეეჭვება ეს უნდოდეს და ვაბშე არავინ ენდომება ვისაც პრესინგის თამაში არ შეუძლია
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
28 აპრილი 2022 19:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დიბალა ვერაა რაღავ ისეთი ჩვენ რო გვინდა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top