სერ ალექს ფერგუსონი ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ ჭორებს უარყოფს და აცხადებს, რომ რუნის „მანჩესტერ იუნაიტედში“ შემდეგ სეზონშიც ვიხილავთ. შოტლანდიელმა სამშაბათს გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში უეინი სათადარიგოთა სკამზე დასვა, რის შედეგადაც ჭორებმა მისი გუნდიდან წასვლის შესახებ მთელი ინგლისური მედია მოიარა. ფერგიუსონი თვლის, რომ ინგლისელის ძირითადში არ დაყენება ტაქტიკურად სწორი საქციელი იყო და ამ საკითხზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ჟურნალისტებს ურჩევს შინჯი კაგავას მოედანზე არ გამოყვანით დაინტერესდნენ. “რუნი აქ მომავალ სეზონშიც იხილავთ. ჩემსა და მას შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობს. ჩვენ სისულელეებზე არ ვსაუბრობთ. მან ძირითადი შემადგენლობს მიღმა დარჩენის მიზეზი კარგად გაიგო. ტაქტიკურად სწორად მოვიქეცით. ამას ყოველთვის ვერ ვაკეთებთ, მაგრამ იმ მომენტში ეს გამოგვივიდა. უეინთან სადავო საკითხები არ არსებობს, მას კვირის მატჩში იხილავთ. შინჯი კაგავამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დავსვი. ვფიქრობ კრიტიკა ამ საკითხზე უფრო მეკუთვნის. უეინი არის ისეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელსაც თამაში ყოველთვის სჭირდება.“ - განაცხადა ფერგიუსონმა პარასკევის პრესკონფერენციაზე.