როგორც Goal.com - ი იტყობინება ”მილანის” რადარზე ”მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერი პორტუგალიელი ლუიშ ნანია, რომლის გამოც მზად არიან 12 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
სავარაუდოდ ნანი ”წითელ ეშმაკებს” შემდეგ ზაფხულს დატოვებს, რადგან ნანიმ და ”იუნაიტედმა” ვერა და ვერ მიაღწიეს შეთანხმება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე .
გარდა ამისა ნანი იყო შემჩნეული თანაგუნდელ პეტრუჩისთან კონფლიქტში. წასვლის შანსები გაცილებით დიდია შარშანდელზე.
”მანჩესტერს” ნანის სანაცვლოდ 20 მილიონი სურს. შეგახსენებთ რომ ნანი ”იუნაიტედში” პორტუგალიურ ”სპორტინგიდან” გადმოვიდა 2007 წელს .
როგორც უკვე ცნობილია, სერ ალექსი ნანის გაშვების წინააღმდეგი არაა. ამას Goal.com - ი იტყობინება. ნანიმ ”მანჩესტერში” 3 განსაკუთრებული სეზონი ჩაატარა, მაგრამ თავისი არასტაბილურობით ფერგიუსონი ნაწყენია.
ნანიმ ვერ გამოიყენა პენალი ჩემპიონთა ლიგაზე ”გალათასარაის” წინააღმდეგ. ის გოლით გამოირჩა ”ტოტენჰემთან”, მაგრამ ეს მათჩი ”წითლებმა” 2:3 წააგეს. ნანი ასევე ახლოს იყო რუსულ ”ზენიტში” გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერის ფასის დიდი მოთხოვნილების გამო ჩაიშალა მოლაპარაკებები.