როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება "მანჩესტერ იუნაიტედმა" წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ერიკ ტენ ჰააგის ირგვლივ და ამ ამბავს ოფიციალური გვერდი მალე გვამცნობს.
კონტრაქტის ყველა დეტალი ჯერ შეთანხმებული არაა, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალები გავლილია და ერიკ ტენ ჰააგი კლუბს 2026 წლამდე ჩაიბარებს, კონტრაქტი 3 წლიანია და შესაძლებელია მისი 1 წლით გახანგრძლივება სურვილის შემთხვევაში.
სავარაუდოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" 2 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის "აიაქსს", გამომდინარე იქედან, რომ ერიკ ტენ ჰააგი "იუნაიტედს" "აიაქსთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ შეუერთდება, რისი საზღაურიც იქნება აღნიშნული თანხა.
სავარაუდოდ ოფიციალური განცხადება კლუბის მხრიდან "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ გამოქვეყნდება.