კარლო ანჩელოტიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს მწვანე შუქი აუნთო . . .
ედინსონ კავანის "ოლდ ტრაფორდიდან" გამგზავრება ამ ზაფხულს ფაქტიურად გადაწყვეტილი საკითხია, ამაზე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, თუმცა სად გააგრძელებს ასპარეზობას 35 წლის შემტევი ჯერ კიდევ უცნობია.
არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ იგი შესაძლოა სამხრეთ ამერიკულ რომელიმე ძლიერ კლუბში ვიხილოთ, თუმცა გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ მისით ესპანური კლუბებიც ინტერესდებიან, მათ შორის ყველაზე მეტად მონდომებული "მადრიდის რეალია".
ესპანურმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ედინსონ კავანის სამეფო კლუბი განიხილავს გეგმა ბ ვარიანტად, თუ ისინი ვერ დაიმატებენ ერლინგ ჰაალანდს ამ ზაფხულს.
გამოცემა " Fichajes" ცნობით "მადრიდის რეალი" ურუგვაელს სთავაზობს, რომ კლუბს შეუერთდეს თუ კავანი დათანხმდება იყოს ქარიმ ბენზემას ალტერნატივა, რაც ნიშნავს იმას, რომ ურუგვაელს ხშირად სათადარიგო სკამიდან მოუწევს თამაშში ჩართვა.
ესპანური გამოცემები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კავანის ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა იუნაიტედში, რაც მრავალი მიზეზითაა გამოწვეული, მისი თავისუფალი აგენტის სტატუსი ზაფხულში კი ასევე გაზრდის მსურველთა რაოდენობას ფეხბურთელის ირგვლივ, რაც კიდევ უფრო ზრდის შანსს იმისა, რომ კავანი ზაფხულში "ოლდ ტრაფორდიდან" გადაბარგდეს და როდესაც ვარიანტებს შორის ჩნდება "მადრიდის რეალი" იგი შესაძლებელია მივიჩნიოთ, როგორც უპირატესი ვარიანტი ურუგვაელის საფეხბურთო პერსპექტივებში.
წყარო:
sportwitness.co.uk