"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ ნახევარმცველს საავტომობილო ინცინდენტი შეემთხვა . . .
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ ნახევარმცველს საავტომობილო ინცინდენტი შეემთხვა, ეს ყველაფერი კი "ენფილდზე" გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე მოხდა.
პირველ რიგში მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ პორტუგალიელს არანაირი სერიოზული დაზიანება არ მიუღია ინცინდენტის შედეგად, შესაბამისად ფაქტიურად დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაწილეობას მიიღებს მოგვიანებით გასამართ ვარჯიშზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბრუნო ფერნანდეში აუცილებლად მოიაზრება მთავარ შემადგენლობაში "ლივერპულთან" მატჩისთვის, ჯერ-ჯერობით კლუბს არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია მასთან დაკავშირებით.
ბრუნო ფერნანდეშს ინცინდენტისას იმითაც გაუმართლა რომ შეჯახება მოხდა ავტომობილის მარჯვენა მხრით, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში მარჯვენა საჭიანი ავტომობილებით გადაადგილდებიან, პორტუგალიელი კონკრეტულად ამ მომენტში მარცხენა საჭიან ავტომობილს "პორშეს" მართავდა.
ავარიისას მეორე ავტომობილთან ერთად დაზიანდა მოქალაქის ეზო და ღობე, რაც მთავარია სასწრაფოს თანამშრომლების ინფორმაციით ფერნანდეშს დაზიანება არ აღენიშნებოდა და სამართალდამცავებს აწვდიდა ინფორმაციას ინცინდენტის შესახებ.
წყარო:
metro.co.uk