"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა დაადასტურა, რომ ამ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
"ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემთვის ბოლო იქნება. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ კლუბის პერსონალს და ფეხბურთელებს უკვე ვაცნობე", - განაცხადა მატიჩმა.
33 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებსაც მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისთვის დიდი პატივია ასეთი დიდი კლუბის ფერების დაცვა.
მიუხედავად იმისა, რომ სერბ ნახევარმცველს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მხოლოდ 2023 წლის ბოლოს ეწურება, ფეხბურთელმა "მანკუნიელების" ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლის სურვილი აცნობა. ინგლისური კლუბისთვის ნახევარმცველი მეხუთე სეზონს ატარებს.
მატიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა ლონდონის "ჩელსის", პორტუგალიური "ბენფიკასა" და "ვიტესშიც" ასპარეზობდა..
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.