რალფ რანგნიკის "მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხეულისთვის ბრძოლას წარმატებით აგრძელებს.
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" შინ, "ნორვიჩ სიტის" ძლევა კრიშტიანუ რონალდუს 3 გოლით შეძლეს და მნიშვნელოვან ქულებს მოუყარეს თავი.
მასპინძლები ლიდერობდნენ მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ ორჯერ გაიტანა, მაგრამ კირან დოუელმა და ტეემუ პუკიმ აღადგინეს წონასწორობა ტაბლოზე. გადამწყვეტი გოლი კი 76-ე წუთზე რონიმ საჯარიმო დარტყმით გაიტანა რის შემდეგაც დუბლი ჰეთ-თრიქად აქცია.
"მანკუნიანელები" 54 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. მეოთხე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" 57 ქულა აქვს.
შეგახსენებთ, რომ თავისი შეხვედრები დათმეს რანგნიკის შეგირდების პირდაპირმა მოწინააღმდეგეებმა, "ტოტენჰემმა" და "არსენალმაც", რის შემდეგაც "იუნაიტედი" მეხუთე ადგილზე გადაბარგდა და წინ მხოლოდ კონტეს გუნდია რომელთანაც ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა.
რაც შეეხება "არსენალს" მათაც "იუნაიტედის" მსგავსად თანაბარი ქულები აქვთ თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით წინ "ოლდ ტრაფორდელები" იმყოფებიან, თუმცა ასევე არ დაგვავიწყდეს "მეთოფეების" გამოტოვებული მატჩი.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.