ჰოლანდიელი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰააგი, რომელიც დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს საკუთარ პროექტში ვერ ხედავს.
Daily Mail-ის ცნობით მენეჯერი თვლის, რომ 37 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი მის სათამაშო სისტემაში ერთ ერთი რგოლი ვერ იქნება, ამიტომ სავარაუდოა, რომ რონალდუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდს დატოვებს.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისის პრემიერ ლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
როგორც ჩანს ტენ ჰააგის "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ფორვარდებზე გააკეთებს აქცენტს.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.