"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა ნემანია ვიდიჩმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა თუ როგორ შეიძლება ჰარი მაგუაირის დახმარება კრიზისიდან გამოსასვლელ გზაზე.
"ყველა მოთამაშეს აქვს სათამაშო ფორმის პრობლემები კარიერის რაღაც მომენტში ცხადია, მაგუაირი არ არის საუკეთესო ფორმაში ამ სეზონში.
ვფიქრობ, ამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე რამის გაკეთება შეიძლება და ერთ-ერთი ვარიანტია არ ათამაშოთ იგი ყველა მატჩში, რათა დაეხმაროთ ნდობის აღდგენაში და მის ფორმაში დაბრუნებას შეუწყოთ ხელი.
მწვრთნელს შეეძლო ის უფრო მარტივ მატჩებში დაეყენებინა ძირითადში, რაც პრემიერ ლიგაში არც თუ ისე ბევრია და რთული შეხვედრებისთვის რეზერვში დაეტოვებინა. ძნელია კარგად თამაში, როცა შენზე დიდი ზეწოლაა - ხალხი გამუდმებით ელოდება შეცდომის დაშვებას", - აცხადებს სერბი დასასრულს.
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.