"ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი აპირებს მოისმინოს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემოთავაზება, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რაც ნიშნავს იმას, რომ კეინი თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს.
The Sun-ის ცნობით, ფეხბურთელი ამჟამად "ტოტენჰემთან" კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხსაც განიხილავს.
ინგლისელი აღფრთოვანებულია მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს პროექტით და შეუძლია კლუბში დარჩენა, მაგრამ თავდამსხმელს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემოთავაზების მოსმენაც აქვს გადაწყვეტილი.
მიმდინარე სეზონში კეინმა პრემიერ ლიგაში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.