ძველი სატრანსფერო სამიზნე "მანკუნიანელების" რადარზე დაბრუნდა და ისევ ამოქმედდა. აღნიშნული ფეხბურთელი ინგლისური გრანდის სამიზნე წინა სატრანსფერო ფანჯრებზეც იყო თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა.
ამჯერად "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერები ისევ აქტიურად ამუშავდნენ "ლიდსის" ნახევარმცველის, კელვინ ფილიპსის გადაბირების შესაძლებლობაზე.
Manchester Evening News-ის ცნობით, 26 წლის ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერი ზაფხულის პრე-სეზონზე "წითელი ეშმაკებისთვის" ერთ ერთი პრიორიტეტული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფილიპსსა და "ლიდსს" შორის არსებული ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. კალვინის მომსახურებით "ვესტ ჰემიც" არის დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში კeლვინ ფილიპსმა ინგლისის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა პირად აქტივში.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.