თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთვარი მწვრთნელი ჰოლანდიელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰააგი იქნება.
კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან ერიკ ტენ ჰააგს მოქმედებისთვის სრული თავისუფლება ხოლო ტრანსფერებისთვის დიდი ფული მისცეს.
The Telegraph-ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" მენეჯმენტს ჰოლანდიელი სპეციალისტის მხარდაჭერა სურს, ასე, რომ "მანკუნიელები" სპეციალისტს ღირსეულ სატრანსფერო ბიუჯეტს მიაწვდიან, რაც საშუალებას მისცემს მას პრობლემურ პოზიციებზე რამდენიმე ვარსკვლავის მოზიდვას შეუწყოს ხელი.
იმ შემთხვევაშიც თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება დასახული მიზნები არ შეიცვლება, ტრანსფერები ტენ ჰააგთან შეთნხმებით აუცილებლად განხორციელდება.