თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2022, 15:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1472,
კომენტარები: 11
რონალდუ: "ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა ვიბრძოლოთ"
პორტუგალიელის მიმართვა გუნდელებს.
რონალდუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ თანაგუნდელებს მოუწოდა, ყველა ძალისხმევა გამოიჩინონ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის ბრძოლაში.

"იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ყველა სათასო გათამაშებას გამოეთიშა და საზრუნავი მხოლოდ პრემიერ ლიგაში მონაწილეობა და ოთხეულში მოხვედრა აქვს გუნდს დარჩენილი.

კლუბის ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდა თანაგუნდელებს.

"ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ! წინ ეშმაკებო“, - მან ასევე განაცხადა, რომ მიზნები არ უნდა იყოს მიტოვებული, თუ მათი მიღწევა თეორიულად მაინც შესაძლებელია.

"სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დარჩენილი არასდროს არ უნდა დავთმოთ მიზნებისკენ სავალი გზები, ბოლო მომენტამდე, მანამდე სანამ ოდნავი შანისი მაინც არსებობს შანსი რომელიც რჩება შესაძლებელი და ხელმისაწვდომი", - წერს თავდამსხმელი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 აპრილი 2022 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
არის ჯერ შანსი და მართლა ბოლომდეა საბრძოლო❤️
0
№2
ავტორი: Roberto
6 აპრილი 2022 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
დაანებეთ რა ამ კაცის გარშემო ილუზიების შექმნას თავი.მორჩა ამის მზე ნელ ნელა ჩადის უკვე.გუნდის ასაშენებლად და მომავლისკენ გასაწევად რონალდუ იუნაიტედს ნაღდად არ გამოადგება
2
№3
ავტორი: bendzela
6 აპრილი 2022 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
შანსი მამდივალდ არის მარა ვნახოთ რა იქნება
0
№4
ავტორი: Lalana
6 აპრილი 2022 20:13
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კი უნდა იბრძოლოთ,მაგრამ მხოლოდ თქვენზე არ იქნება დამოკიდებული ოთხეულში შესვლა.არ გვაქვს მარტივი კალენდარი და თუ გავითვალისწინებთ ჩვენი გუნდის ფორმას ძალიან გაჭირდება ოთხეულში შესვლა.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია რომ ტენ ჰააგის დანიშვნა უკვე დროის საკითხია,რომანომაც გაავრცელა ამასთან დაკავშირებით ცნობა,მალე წესით ოფიციალურადაც უნდა დადასტურდეს.
0
№5
ავტორი: shotkin
6 აპრილი 2022 20:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Roberto
დაანებეთ რა ამ კაცის გარშემო ილუზიების შექმნას თავი.მორჩა ამის მზე ნელ ნელა ჩადის უკვე.გუნდის ასაშენებლად და მომავლისკენ გასაწევად რონალდუ იუნაიტედს ნაღდად არ გამოადგება

100 იანი ხარ მარა იმ ხალხისაც მესმის ვინც ილუზიებს ქმნის, ხავს ეჭიდება , ბოლო ბოლო ეს გუნდი ხო შეუძლებელს აკეთებს და სეძლებს ხოლმე მარა ამ შემთხვევაში მეც ვფიქრობ რომ ძაან ზღაპარია 4 ეული მითუმეტეს ესეთი არასტაბილური არის გუნდი და 4 დან 1 თამაშს ძლივს იგებს +2 თამაში აქვს არსენალს და ტოტენჰემმაც ფორმა აკრიფა და წინ სათამაშო გაქვ 8 თამაში აქედან 1 ლივერპულია რომელიც გადაგხსნის შუაზე 7 თამაში 21 ქულაა და ვერავინ დამაჯერებს რო ეს არასტაბილური გუნდი რომელიც ასეთ უსახურ ფეხბურთს თამაშობს 21 ქულას ან თუნდაც 17-18 ქულას აიღებს აი არ მჯერა რა. ან რატო უნდა მჯეროდეს , სულ ყველაფერს რო ტავი დაანებო არც ვიმსახურებთ მაგ 4 ადგილს.

ეს ევროპალიგაც ყელშია და ჯობია 7 ეზე დაასრულონ სეზონი

ლივერპული გასვლა არსენალი გასვლა და ჩელსი სახლში 4 ქულაც როაიღონ აქედან ამ მანჩესტერისთვის მიღწევაა ( ეგეც საეჭვოა) და მერე რჩება 5 თამაში საიდანაც იასნა რო მაინც გატეხავენ 1-2 ს მაინც და რატო გწამთ რო 4 ეულში შევალთ არმესმის
0
№6
ავტორი: Chesterman
6 აპრილი 2022 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
გვეშველა მგონი აწერენ კონტრქტს ხელსო ჰააგთან ცოტაც და))
0
№7
ავტორი: Buk777
7 აპრილი 2022 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Gmerrmac qnas da saswauli moaxdinon magram ravi aramgonia, eg arafeli mtavaria moiyvanon normaluri mwvrtneli da daiwyon raime normaluri proeqti da atamashdes gundi
0
№8
ავტორი: Svanchester
7 აპრილი 2022 14:13
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: Roberto
დაანებეთ რა ამ კაცის გარშემო ილუზიების შექმნას თავი.მორჩა ამის მზე ნელ ნელა ჩადის უკვე.გუნდის ასაშენებლად და მომავლისკენ გასაწევად რონალდუ იუნაიტედს ნაღდად არ გამოადგება

ამ კაცის გარშემო არამგონია ვინმე მომავალზე გათვლილ ილუზიებს ქმნიდეს მარტივად იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ 37 წლისაა, მაგრამ გუნდისთვის რომ უდიდესი ძალაა ყველა გაგებით ეს ასეა, ძაან მაგრად გამისწორდებოდა და გამიხარდებოდა თუ დარჩება და ტენ ჰააგის პროექტის ნაწილი გახდება. მისცემს ჰააგი მაგას თავის როლს გუნდში.
0
№9
ავტორი: temo-scholes
8 აპრილი 2022 03:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Svanchester
ციტატა: Roberto
დაანებეთ რა ამ კაცის გარშემო ილუზიების შექმნას თავი.მორჩა ამის მზე ნელ ნელა ჩადის უკვე.გუნდის ასაშენებლად და მომავლისკენ გასაწევად რონალდუ იუნაიტედს ნაღდად არ გამოადგება

ამ კაცის გარშემო არამგონია ვინმე მომავალზე გათვლილ ილუზიებს ქმნიდეს მარტივად იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ 37 წლისაა, მაგრამ გუნდისთვის რომ უდიდესი ძალაა ყველა გაგებით ეს ასეა, ძაან მაგრად გამისწორდებოდა და გამიხარდებოდა თუ დარჩება და ტენ ჰააგის პროექტის ნაწილი გახდება. მისცემს ჰააგი მაგას თავის როლს გუნდში.

ნოემლაური საღი აზრი ძლივს მოვისმინე ჩვენს ლეგენდაზე ... დუშან ტადიჩს აქვს როკი ასეთ ახალგაზრდა აიაქსში და რონის ვერ ქონდეს გამორიცხულიA))
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
9 აპრილი 2022 11:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოთხეული ძაან არარეალური ჩანს მაინც ჩემთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top