"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ჟურნალისტებისთვის დრო გამონახა და მისი ყოფილი კლუბის შესახებ ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდის განვითარების სხვადასხვა ასპექტს შეეხო.
ინგლისელს მიაჩნია, რომ "წითელი ეშმაკები" უნდა გაახალგაზრდავდნენ, თანაც საჭიროა ზოგიერთი ფეხბურთელის გასხვისება, ერთ ერთი ასეთი მოთამაშე კი პოლ პოგბაა.
"დღეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ პოგბას წასვლა ყველაფერს სჯობს. თუ პოლი გულწრფელია საკუთარ თავთან, მას ესმის მისი უიმედო მდგომარეობა გუნდში.
მან არაფერი მისცა ამ "მანჩესტერ იუნაიტედს". საფრანგეთის ნაკრებში სულ სხვა პოგბა თამაშობს, განსხვავება საგრძნობია.
იმის გააზრება ხდება, რომ მან დაკარგა მოტივაცია, როდესაც მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით შემოდის"- , განუცხადა რუნიმ Sky Sports-ს.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.