"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა გუნდს დიდი ალბათობით ზაფხულის პრესეზონზე დატოვებს, რადგან ფეხბურთელმა უარი თქვა კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც ამ სეზონის ბოლოს ეწურება.
ფრანგი ჟურნალისტის, ადრიენ გრენიეს თქმით, "პსჟ"-მ ფეხბურთელს ტრანსფერი უკვე შესთავაზა. წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის მიერ შეთავაზებული ხელფასი იმ ხელფასზე ნაკლებია, რომელსაც ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოველწლიურად გამოიმუშავებს.
ასევე აღნიშნულია, რომ თავად პოგბას სურს ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნება, რომლის შემადგენლობაშიც 2012 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა.
ალეგრის გუნდი ჯერ არ არის ინფორმირებული, რა პირობების შეთავაზებისთვისაა მზად ნახევარმცველი. როგორც ჩანს პოგბას "მანჩესტერული" კარიერა ხელმეორედ სრულდება.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.